საიტის მოხმარების წესები

წინამდებარე დოკუმენტი არის “კოლექტორი თბილისის” ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების შესახებ. გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს. საიტით სარგებლობისას ან კომპანიასთან ნებისმიერი ფორმით ხელშეკრულებით ურთიერთობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ საიტის წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაზე.

საიტზე არსებული ინფორმაციის ან/და მომსახურების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კომპანიის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მათ. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს “კოლექტორი თბილისი”
ფაქტობრივი მისამართი: ბესარიონ ჟღენტის 79, ნუცუბიძის მეორე პლატო. 
ელფოსტა: [email protected] 
მობილურის ნომერი: 511 300 939
Facebook: https://www.facebook.com/collector.tbilisi/
Instagram: https://www.instagram.com/collector.tbilisi

ტერმინთა განმარტება

  • კოლექტორი თბილისი / Collector Tbilisi (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „კოლექტორი თბილისი”, საიდენტიფიკაციო კოდი: 436056312;
  • მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია;
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;
  • პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ელექტრონნული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
  • რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა;
  • ანგარიში – მომხმარებლის მიერ “კოლექტორი თბილისის” ვებგვერდზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
  • პატარა ზომის ნივთი – ნებისმიერი ნივთი, რომლის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე არ აღემატება შემდეგს: 80 სმ x 60 სმ x 60 სმ;
  • საშუალო ზომის ნივთი – ნებისმიერი ნივთი, რომლის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე არ აღემატება შემდეგს: 120 სმ x 80 სმ x 80 სმ;
  • დიდი ზომის ნივთი – ნებისმიერი ნივთი, რომელიც სიგრძე, სიგანე და სიმაღლე აღემატება შემდეგს: 120 სმ x 80 სმ x 80 სმ.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს “კოლექტორი თბილისი“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია

“კოლექტორი თბილისის” პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • ტელეფონის ნომერი.

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში.

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას “კოლექტორი თბილისის” ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს “კოლექტორი თბილისის” ლოგოს, სურათებს, გრაფიკას, გამოსახულებას, დიზაინს და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას;
  • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და “კოლექტორი თბილისის” კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებელის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და კალათაში მოთავსების შემდგომ, საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

მომხმარებელი პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

“კოლექტორი თბილისი” იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს “კოლექტორი თბილისი” მესამე პირის ხელით. 

“კოლექტორი თბილისი” შეძენილი ნივთის ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფს 1-3 კალენდარული დღის განმავლობაში. 

თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა სადარბაზომდე. 

პატარა ზომის ნივთის ბინაში შეტანა უნდა უზრუნველყოს თავად მომხმარებელმა. 

საშუალო ზომის ნივთის ბინაში შეტანის ღირებულება: 20 ლარი;

დიდი ზომის ნივთის ბინაში შეტანის ღირებულება: 50 ლარი;

სართულებზე ატანა –  ზევით ჩამოთვლილ ტარიფებს დაემატება თითო სართულზე: 10 ლარი.

რეგიონებში მიწოდების ღირებულება დაანგარიშდება ზუსტი ადგილმდებარეობის მიხედვით. რეგიონებში მიწოდების ვადა: 3-5 დღე.

რეგიონებში მიტანის უზრუნველსაყოფად საჭიროა მყიდველი შეეხმიანოს კოლექტორი თბილისის წარმომადგენელს Facebook / Instagram გვერდებზე ან ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.

მომსახურების მიღება

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

“კოლექტორი თბილისი” შეძენილი ნივთის ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფს შეძენის დღიდან 1-3 კალენდარული დღის განმავლობაში. 

თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა სადარბაზომდე. 

პატარა ზომის ნივთის ბინაში შეტანა უნდა უზრუნველყოს თავად მომხმარებელმა. 

საშუალო ზომის ნივთის ბინაში შეტანის ღირებულება: 20 ლარი;

დიდი ზომის ნივთის ბინაში შეტანის ღირებულება: 50 ლარი;

სართულებზე ატანა – ზევით ჩამოთვლილ ტარიფებს დაემატება თითო სართულზე: 10 ლარი.

რეგიონებში მიწოდების ღირებულება დაანგარიშდება ზუსტი ადგილმდებარეობის მიხედვით. რეგიონებში მიწოდების ვადა: 3-5 დღე.

რეგიონებში მიტანის უზრუნველსაყოფად საჭიროა მყიდველი შეეხმიანოს კოლექტორი თბილისის წარმომადგენელს Facebook / Instagram გვერდებზე ან ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.

ანგარიშსწორების წესი

ვეგვერდზე შეძენის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

“კოლექტორი თბილისს” არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

მარკეტინგი

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, “კოლექტორი თბილისი” მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

“კოლექტორი თბილისი” უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა “კოლექტორი თბილისისგან” გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, “კოლექტორი თბილისი” შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

ცვლილებები და დამატებები

“კოლექტორი თბილისი” იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, “კოლექტორი თბილისი” მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.