ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ავეჯის მრავალჯერ გამოყენებას. სწორედ ამიტომ, „კოლექტორი თბილისი“ რესტავრაციის სერვისს გთავაზობთ.
მასიური ხისგან დამზადებულ ნივთს სიცოცხლის ხანგძლივი ციკლი აქვს; უმეტეს შემთხვევაში რესტავრირებული ნივთი უფრო ძვირფასი და გამძლე შენაძენია, ვიდრე მასობრივად წარმოებული ახალი ავეჯი.
თუ სახლში ხისგან დამზადებული ძველი ნივთი გაქვთ და მისი განახლება გსურთ, დაგვიკავშირდით.
გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინება Facebook ან Instagram გვერდებზე,
ან მოგვწერეთ მეილზე [email protected]
- გაგვიზიარეთ სარესტავრაციო ნივთის ფოტო;
- მოგვწერეთ, პირვანდელი სახით გსურთ აღდგენა, თუ ტრანსფორმაცია – მაგალითად – შეღებვა;
- ჩვენ მალევე გიპასუხებთ და მოგაწვდით ხარჯთაღრიცხვას;
- რესტავრირებული ნივთი მაქსიმუმ ორ კვირაში დაგიბრუნდებათ.
„კოლექტორის” გუნდმა უკვე 400-ზე მეტ ავეჯს გაუკეთა რესტავრაცია. ჩვენი ნამუშევრების დათვალირება შესაძლებელია „კოლექტორი თბილისის” Facebook ან Instagram გვერდებზე, ან ონლაინ მაღაზიაში: https://collectortbilisi.ge/shop/