კითხვები და პასუხები
როგორ ვიყიდო?
როგორ შევიძინო „კოლექტორის“ ნივთი?
ჩვენი ნივთების დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში, ასევე ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე. „კოლეტორის” თითოეული ნივთი უნიკალური და ერთადერთია, შესაბამისად, ნივთს მიიღებს ის, ვინც პირველი მოგვწერს პირად შეტყობინებას.
მიტანის სერვისი გაქვთ?
დიახ, მიტანის სერვისით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი. თბილისში ნივთის მიტანა უფასოა სადარბაზომდე – თუ ნივთი სართულებზე ხელითაა ასატანი, ერთ სართულზე ამოტანის ღირებულება 10 ლარი იქნება. რეგიონებში ტრანსპორტირება დაანგარიშდება ინდივიდუალურად.
Სურვილის შემთხვევაში, შეძენილი ნივთი შეგიძლიათ თავად წაიღოთ.
თბილისში შეკვეთას მიიღებთ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, რეგიონებში – ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
ნივთის ნახვა შესაძლებელია?
დიახ, საწყობში ვიზიტი და ნივთის ნახვა შესაძლებელია ჩვენთან შეთანხმებით.
გაითვალისწინეთ, რომ ნივთის „დარეზერვება” მხოლოდ ერთი დღით შეგვიძლია.
გადაცვლა ან დაბრუნება შეიძლება?
დიახ, შეიძლება. თუმცა ჩვენი სურვილია, თავიდან ავირიდოთ ნივთის არამიზნობრივი ტრანსპორტირება. ამიტომ, სასურველია, შეძენამდე გაიაროთ დეტალური კონსულტაცია ამა თუ იმ ნივთის შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, ტრასნპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ.
როგორ გავუკეთო რესტავრაცია ჩემს ნივთს?
რას მოიცავს რესტავრაციის სერვისი?
თითოეული ნივთის რესტავრაციას მომხმარებელთან ინდივიდუალურად ვათანხმებთ. სურვილის მიხედვით, შესაძლებელია ნივთის აღდგენა ორიგინალ ფერში, მისი ტრანსფორმაცია, ფერის შეცვლა, მატი / ნახევრად-პრიალა / პრიალა ლაკით დამუშავება, ან შეღებვა. ნებისმიერი სახის რესტავრაცია მოიცავს ნივთის სრულად გაზუმფარებას, ძველი საფარის მოშორებას, დაზიანებული ნაწილების აღდგენას, გამაგრებას ან შეკეთებას.
რა ღირს რესტავრაცია?
რესტავრაციის ღირებულების დასათვლელად, გამოგვიგზავნეთ ნივთის ფოტო. ეცადეთ, ნივთი გამოაჩინოთ სრულად, ხოლო დაზიანებული ადგილები ახლო რაკურსით. *გაითვალისწინეთ, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხის ავეჯის რესტავრაციაზე, რბილი ავეჯის რესტავრაციაზე შეკვეთებს არ ვიღებთ.
ფოტოს გამოსაგზავნად დაგვიკავშირდით Facebook ან Instagram გვერდებზე.
მოგვწერეთ მესენჯერში: Collector Tbilisi Messenger
ან გამოგვიგზავნეთ მეილი: [email protected]
რა დრო სჭირდება რესტავრაციას?
ერთი ნივთის რესტავრაციას საშუალოდ ორი კვირა სჭირდება.
ვინ უზრუნველყოფს ნივთის ტრანსპორტირებას?
სარესტავრაციო ნივთი შეგიძლიათ თავად მოიტანოთ ჩვენს სახელოსნოში – ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის მეორე პლატო) – ან ისარგებლოთ ჩვენი ტრანსპორტირების სერვისით. ტრანსპორტირების დასათვლელად მოგვწერეთ, რა მისამართიდან იქნება ნივთი წამოსაღები და რა მისამართზე იქნება დასაბრუნებელი.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
რესტავრაციამდე „კოლექტორი თბილისის” საბანკო ანგარიშზე უნდა გადმოირიცხოს რესტავრაციის ღირებულების 50%, ხოლო დასრულების შემდეგ დარჩენილი 50%.